კორონავირუსის დოზები ნავებით გადაარჩინეს

აშშ-ში, კენტუკის შტატში ძლიერი წვიმების შედეგად დატბორილ ქალაქში, კორონავირუსის ვაქცინების დოზების ნავებით გადარჩენა მოუწიათ.

ჯანდაცვის ერთ-ერთ დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდების საფრთხე ემუქრებოდა, რის გამოც ვაქცინების ადგილიდან გატანა გახდა აუცილებელი.

აღსანიშნავია, რომ გუბერნატორ ენდი ბეშარის თქმით, არც-ერთი დოზა არ დაზიანებულა.

კენტუკიში ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა ქალაქები, რის გამოც შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.