კორონავირუსის ძირითადი სიმპტომები შეიცვალა - Mirror

კორონავირუსით ახლად ინფიცირებულმა პაციენტებმა აღნიშნეს, რომ  დაავადების განსხვავებული სიმპტომები აღენიშნებათ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Mirror წერს.

ლონდონის კინგ კოლეჯის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ COVID-19-ის ახალმა შტამებმა კორონავირუსის პანდემიის საერთო კლინიკური სურათი შეცვალეს. 

გამოცემის ცნობით, კორონავირუსის ძირითადი სიმპტომები შეიცვალა. ახლა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ყველაზე ხშირად თავის ტკივილს, სურდოს და ყელის ტკივილს უჩივიან.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ COVID-19-ის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებია: სიცხე, ხველა და გემოსა დაყნოსვის დაკარგვა.