კორონავირუსის გამო აშშ-ში 2000-მდე პატიმარი ციხიდან გაუშვეს

კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, ლოს-ანჯელესის ოლქის ხელისუფლებამ ციხიდან 1700 მდე პატიმარი გაათავისუფლა, ნიუ-იორკში კი 300 ადამიანს გამოუშვებენ.

ლოს-ანჯელესის შერიფის თქმით, ციხეებში პატიმრების რიცხვი 10%-ით შემცირდა.

მან ხაზი გაუსვა, რომ გათავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ეხება მათ, ვინც სერიოზული დანაშაული ჩაიდინა და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, უსახლკარო პატიმრებისთვის ხელისუფლებამ სპეციალური თავშესაფრები გახსნა.