კორონავირუსის გამო ბაქოში შესვლა იზღუდება

კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ბაქოში სატრანსპორტო საშუალებებით შესვლა 19-დან 29-მარტამდე პერიოდში იკრძალება. ამის შესახებ განაცხადეს ვირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში, რომელიც რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან შეიქმნა.

ამ დროისთვის კორონავირუსით აზერბაიჯანში 28 ადამიანია ინფიცირებული, 6 გამოჯანმრთელდა.

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების თანახმად, ჩამოთვლილ ადგილებში ის ადამიანები ვერ შეძლებენ შესვლას, ვინც სხვა რეგიონებში არიან დარეგისტრირებულნი. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საგანგებო სიტუაციების სამსახურების, სასწრაფო დახმარების, სავარიო, სამაშველო და სატვირთო ავტომობილებზე.