მსოფლიო მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6 მილიონს აჭარბებს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, COVID-19–სგან 6 065 541 ადამიანი განიკურნა. პანდემიის დროს გარდაცვლილთა რაოდენობა 530 800-ს აჭარბებს. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 11,2 მილიონს აღემატება.
საერთო ჯამში, კორონავირუსი გამოვლენილია 200-ზე მეტ ქვეყანაში. ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც 2,7 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონს-ს აჭარბებს. მესამე ადგილზეა რუსეთი - ინფიცირების 674 000-ზე მეტი შემთხვევით.
ინფიცირებულთა მაჩვენებლით, პირველ ათეულში შედის, ასევე, ინდოეთი, გაერთიანებული სამეფო, პერუ, ჩილე, ესპანეთი, იტალია და მექსიკა.