კორონავირუსით 21 წლის ფეხბურთელი ფრანცისკო გარსია გარდაიცვალა

ესპანეთის სამოყვარულო საფეხბურთო კლუბის, "Atlético Portada Alta-ს" მწვრთნელი ფრანსისკო გარსია კორონავირუსით 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გაზეთი Marca წერს.

გარსია, რომელიც ბავშვების მწვრთნელი იყო, რისკ-ჯგუფში შედიოდა. მანამდე მას ონკოლოგიური დაავადება დაუდგინეს.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის ოჯახს ესაუბრა. მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, შემდეგ კი უცებ დამძიმდა.

ესპანეთში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 9 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა.