კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა

ჩინეთში, ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაიცვალა 3 012 ადამიანი. ვირუსის გავრცელების პირველი დღიდან, დაავადება გამოუვლინდა 80400-ზე მეტ პირს და მათ შორის 52 000 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჩინეთში იკლო გარდაცვალების დინამიკამ. ბოლო ერთ დღეში გარდაიცვალა 31 ადამიანი, რაც 7-ით ნაკლებია, ვიდრე წინა დღეს. 2189 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაწერეს საავადმყოფოდან.

კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა უნგრეთში. 4 მარტს ორ ადამიანს ახალი ტიპის COVID-19 დაუდგინეს. ისინი ირანელი სტუდენტები არიან. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააკეთა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსი 76 ქვეყანაშია გავრცელებული და COVID-19-ით 12 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბოლო ერთ დღე-ღამეში დაინფიცირების 2103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაღუპულთა რიცხვმა 214 -ს მიაღწია.

ბოლო ქვეყნები, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსი გამოვლინდა არის: არგენტინა, ჩილე, პოლონეთი და უკრაინა. ჯერჯერობით, დაინფიცირების თვალსაზრისით, ყველაზე რთული მდგომარეობაა ჩინეთში, საიდანაც ვირუსი გასული წლის დეკემბერში გავრცელდა, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში.