კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონს გადასცდა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობა 1,519,213-ია.

ამ დროისთვის,  ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსმა 88,531 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

დაინფიცირებულების მაჩვენებლით აშშ ლიდერობს, სადაც 429 052 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 14 739-ია. ახალი კორონავირუსი ჩინეთში,  ქალაქ ვუჰანში გასული წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა, საიდანაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.