კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1665-ს მიაღწია

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 142 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. სულ მსოფლიოში ინფიცირებული 1 669 ადამიანი დაიღუპა. 

ჩინეთში ამ დრომდე ინფიცირების 69 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ჩინეთს მიღმა, ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები იყო იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ფილიპინებსა და საფრანგეთში. 

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით დაავადებული 9 500 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ისინი საავადმყოფოებიდან სახლებში გაწერეს.