კორონავირუსით ხელახლა დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი იზრდება

სამხრეთ კორეაში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც კორონავისუსისგან გამოჯანმრთელდენენ, თუმცა ვირუსი კვლავ დაუდასტურდათ, 116-მდე გაიზარდა. 

სამხრეთ კორეაში იკვლევენ, გამოჯანმრთელებულ პაციენტებში ვირუსის რეაქტივაცია მოხდა, თუ გამოჯანმრთელებულები თავიდან დაინფიცირდნენ.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ადამიანთა დაინფიცირების მიზეზი მათთვის ჩატარებული ტესტირების მცდარი პასუხი, ან ორგანიზმში ვირუსის ნაშთის არსებობა იყოს.