კორონავირუსს ბავშვების ნახევარი გადაიტანს

მტკიცებულებების ყველაზე ფართომასშტაბიანი მიმოხილვის თანახმად, კორონავირუსს მოზარდებისა და ბავშვების, თითქმის ნახევარი გადაიტანს.  

დასკვნები "UCL- სა" და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლამ გააკეთა. ისინი განიხილავენ, როდის უნდა დაიწყოს სკოლებში სასწავლო პროცესი. 

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ვირუსის გავრცელების შემთხვევებს შორის ნაკლებად დომინირებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით ზუსტი დასკვნები ჯერ კიდევ არ არსებობს. 

დიდი ბრიტანეთის მთავრობა სკოლების შესახებ თავის სამეცნიერო რჩევებს, სავარაუდოდ, მოგვიანებით გამოაქვეყნებს.