კორონავირუსს რადიაცია კურნავს?

აშშ-ში სამეცნიერო ექსპერიმენტი მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებს ძალიან დაბალი დოზის რადიაციით მკურნალობენ.

ექიმები, კორონავირუსის გართულების შემთხვევებში, პაციენტებს ფილტვებზე 10-15 წუთით რადიაციას ასხივებდნენ. ავადმყოფები სხვადასხვა სქესისა და ასაკის იყვენენ. მედიკოსების განცხადებით, 9 პაციენტს ვითარება 24 საათში მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა და ისინი 3 დღეში საავადმყოფოდან გაწერეს. ამ მეთოდმა გამოჯანმრთელების პროცესი 4-ჯერ დააჩქარა.

ექიმების თქმით, სისიხლის ანალიზი და ფილტვების რენტგენი ამტკიცებს, რომ მცირე დოზით რადიაცია პაციენტებისთვის უსაფრთხოა.