კოსმოსში ყველაზე პატარა ზონდს გაუშვებენ

ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტები მსოფლიოში ყველაზე პატარა კოსმოსურ აპარატს M-Argo-ს გაუშვებენ. თანამგზავრის გაშვება, რომელიც პლანეტათაშორის სივრცეს დამოუკიდებლად გადალახავს, 2024-2025 წლებში იგეგმება. საკუთარი ძრავით აღჭურვილი აპარატი დედამიწიდან 150 მილიონი კილომეტრით დაშორებული ასტეროიდებისკენ გაფრინდება. ამ ასტეროიდებზე მანმადე არც ერთი კოსმოსური აპარატი არ გაგზავნილა.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, M-Argo კუბსატის ტიპის ( კუბის ფორმის) სატელიტია, რომელიც კუბის ფორმის ერთი ან რამდენიმე ბლოკისგან შედგება. მისი გაბარიტები 10×10×10 სანტიმეტრია და წონა 1,33 კილოგრამს არ აჭარბებს. M-Argo-ში 12 ასეთი ბლოკი იქნება. კოსმოსში ასეთი მინიატურული თანამგზავრის გაშვება დაადასტურებს, რომ კოსმოსური აპარატი შეიძლება გაცილებით იაფი დაჯდეს, ვიდრე ეს მიღებულია. ეს კი მომავალში კოსმოსური კვლევების გაფართოებას შეუწყობს ხელს.