კოსტა-რიკამ საზღვრები 30 ივნისამდე ჩაკეტა

კოსტა-რიკის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, COVID-19–ის ეპიდემიასთან საბრძოლველად, უცხოელთათვის ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის აკრძალვა ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდა.

”სასაზღვრო შეზღუდვები ოფიციალურად გაგრძელდა 30 ივნისამდე,” - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დანიელ სალასმა.

მთავრობა წინა დღით პირობა დადო, რომ შეამსუბუქებს სანიტარულ რეჟიმს სატვირთო მანქანის მძღოლებისთვის. კოსტა-რიკაში შესვლა მხოლოდ მის მოქალაქეებს შეუძლიათ, ამასთან, მათთვის სავალდებულოა ორკვირიანი კარანტინის გავლა.

კოსტა რიკაში, უახლესი მონაცემებით, ინფიცირებულია 1022 ადამიანი, გარდაიცვალა 10 პაციენტი.