კოვიდ სერტიფიკატები ევროკავშირის მაცხოვრებლების 75%-ზე მეტმა მიიღო

ევროკავშირის 27 ქვეყნის 446 მილიონზე მეტი მაცხოვრებლიდან კოვიდ სერტიფიკატი უკვე 75%-ზე მეტმა, კერძოდ 350 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

"გაცემულია 350 მილიონზე მეტი ევროპული კოვიდ სერთიფიკატი. ეს დოკუმენტი არის მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანი კორონავირუსზე აცრილია, უკვე გადატანილი აქვს დაავადება ან მისი ტესტის პასუხი  უარყოფითი", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ევროკავშირი ასევე აღიარებს ცხრა ქვეყნის მიერ გავრცელებულ სერტიფიკატებსაც, მათ შორის თურქეთის, უკრაინის, შვეიცარიის, ნორვეგიის, ისლანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის სან მარინოს, ვატიკანისა და  ლიხტენშტეინის.