კოვიდ-ვაქცინასთან ერთად გრიპის ვაქცინის გაკეთება ყოველწლიურად მოგიწევთ - J&J

ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson-ის გენერალური დირექტორის, ალექს გორსკის განცხადებით, მოსახლეობას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კოვიდ ვაქცინასთან ერთად გრიპის ვაქცინის გაკეთებაც მოუწევთ. ამის შესახებ გამოცემა CNBC იუწყება.

The Wall Street Journal-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, გორსკიმ აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ვაქცინის ე.წ. ბუსტერების მიღება მანამდე იქნება საჭირო, ვიდრე მსოფლიოში კოლექტიური იმუნიტეტი არ გამომუშავდება, ან სანამ მეცნიერები ახალი შტამების თავიდან აცილებას არ შეძლებენ. 

ცნობისთვის, J&J-ის ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო, როდესაც სრულად ვაქცინაციისათვის სხვა ვაქცინების ორი დოზა გამოიყენება. 

როგორც ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, მოსახლეობას დაახლოებით წელიწადში ერთხელ მოუწევთ დამატებითი დოზა ვაქცინის მიღება.