კოვიდინფიცირებულთა რიცხვით ლიდერი ქვეყნები დასახელდნენ

ქვეყნებს შორის, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებია დადასტურებული, აშშ, ბრაზილია და რუსეთი ლიდერობს. ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში განაცხადეს.

მსოფლიო მასშტაბით COVID-19 7 მილიონზე მეტ ადამიანს (7,138,885) დაუდასტურდა. გარდაცვალების რიცხვი კი 406,925-ს აღწევს.

ლიდერი ქვეყნების ათეული ასეთია:

1. აშშ - 1,961,185 ინფიცირებული და 111 007 გარდაცვლილი.

2. ბრაზილია - 707 412 ინფიცირებული და 37 134 გარდაცვლილი.

3. რუსეთი - 484 630 ინფიცირებული და 6 133 გარდაცვლილი.

4. დიდი ბრიტანეთი - 288 834 ინფიცირებული და 40 680 გარდაცვლილი.

5. ინდოეთი - 267 614 ინფიცირებული და 7 481 გარდაცვლილი.

6. ესპანეთი - 241 717 ინფიცირებული და 27 136 გარდაცვლილი.

7. იტალია - 235 278 ინფიცირებული და 33 964 გარდაცვლილი.

8. პერუ - 199 696 ინფიცირებული და 5 571 გარდაცვლილი.

9. საფრანგეთი - 191 313 ინფიცირებული და 29 212 გარდაცვლილი.

10. გერმანია - 186 233 ინფიცირებული და 8 727 გარდაცვლილი.