კოვიდის ანტისხეულებით მკურნალობის მეთოდის ადამიანებზე ტესტირება დაიწყო 

ფარმაცევტულმა კომპანიამ "Eli Lilly and Company-მ" კორონავირუსის ანტისხეულებით მკურნალობის მეთოდის ადამიანებზე ტესტირება დაიწყო. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, თუ შედეგები დამაკმაყოფილებელი იქნება და ეს მეთოდი ვირუსს წარმატებით გაუმკლავდება, ამ მეთოდით მკურნალობა ხელმისაწვდომი ფართო მასშტაბით გახდება. 

ახალი მეთოდით მკურნალობა, პირველად ლოს-ანჯელესის "Cedars-Sinai-ის", ნიუ-იორკის "Grossman School of Medicine-ის" და ატლანტას "Emory University-ს" საავადმყოფოების პაციენტებმა დაიწყეს. 

ანტისხეულების თერაპიის პროგრამა კანადის ბიოტექნოლოგიური კომპანიის "AbCellera- სა" და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტის ვაქცინების კვლევის ცენტრის, "NIAID-ის" თანამშრომლობით შეიქმნა.