კრის ჰემსვორთი ტორის როლში ისევ გამოჩნდება

ავსტრალიელი მსახიობი კრის ჰემსვორთი ამბობს, რომ Marvel-ის კინოსამყაროში სუპერგმირ თორის როლის შესრულებას მომავალშიც გააგრძელებს.

"თორი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, ის სულ რაღაც 1500 წლისაა", - იხუმრა მსახიობმა.

ჰემსვორთი თორის როლს 2011 წლიდან თამაშობს. მომავალი ფილმი, რომელიც მის პერსონაჟს ეძღვნება, "თორი: სიყვარული და ქუხილი" 2022 წელს გამოდის.