კრიშტიანუ რონალდუ 301 მილიონი გამომწერით instagram-ის ყველაზე პოპულარული ადამიანია

პორტუგალიისა და იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ინსტაგრამის ყველაზე პოპულარული ადამიანის ტიტული გაიმყარა.

კრიშტიანუ პირველი ადამიანია instagram-ზე ვისი გამომწერების რიცხვმაც 301 მილიონს მიაღწია

კრიშტიანუს რონალდუს მიღწევების გვერდით ადამიანები მესის შედეგებითაც ინტერესდებიან, ლაიონელ მესის გამომწერთა რაოდენობა instagram-ზე 219 მილიონს შეადგენს. 

იგივე სოციალურ პლატფორმაზე პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ახლო კონკურენტები არიან დუეინ ჯონსონი 246 მილიონი გამომწერით და არიანა გრანდე მიმდევართა 244 მილიონიანი არმიით.