კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა

"იუვენტუსის" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 35 წლის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება.