კრისტის აუქციონზე 100-კარატიანი ბრილიანტი 14,2 მილიონი დოლარად გაიყიდა

კრისტის აუქციონზე 100 კარატიანი ბრილიანტი 14,2 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას აუქციონის სახლი ავრცელებს.

D ფერის ბრილიანტი ამოკვეთილი იყო უხეში ქვისგან, რომლის მომზადებასა და გაპრიალებასაც ერთი წელი და 8 თვე დასჭირდა.

აუქციონის დაწყებამდე ექსპერტებმა ბრილიანტი 14-20 მილიონად შეაფასეს.

ცნობილია, რომ ეს არის 100 კარატზე მეტი D ფერის მესამე ბრილიანტი, რომელიც კრისტის აუქციონზე ბოლო 10 წლის განმავლობაში გაიყიდა.