კუბაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 პირი დაშავდა

აღმოსავლეთ კუბაში, სანტიაგო დე კუბის პროვინციაში, სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია, რის შედეგადაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსის თხრილში გადავარდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.