კუბაზე ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა

კუბის აღმოსავლეთით ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ხუთი წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ პორტალ Cubadebate-ზე გამოქვეყნდა. 

კუბის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი ოლგინის პროვინციიდან გუანტანამოს პროვინციისკენ მიემართებოდა. 

გამოცემის ცნობით, ვერტმფრენი მთის ფერდობს შეეჯახა. 

კუბის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.