კუინზლენდში ზვიგენი მამაკაცს თავს დაესხა და მოკლა

ავსტრალიის შტატ კუინზლენდში ზღვის სანაპიროზე 60-წლამდე მამაკაცი ზვიგენის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. 

კუინზლენდის პოლიციის თქმით, მამაკაცს ზვიგენმა ფეხის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა. 

ავსტრალიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ავსტრალიის წყლებში 2020 წელს ზვიგენების მიერ ადამიანზე თავდასხმის 6 შემთხვევა დაფიქსირდა.