კუნძულ კრეტასთან მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ირაკლიონიდან 131 კილომეტრში, 2 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.