კუნძულმა ბუგენვილმა პაპუა-ახალი გვინეისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა

კუნძულ ბუგენვილზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად მოსახლეობამ დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი. 181 000 ამომრჩევლიდან 177 000-მა დამოუკიდებლობას, ხოლო 3000-მა ფართო ავტონომიას მისცა ხმა.

ბუგენვილი წყნარ ოკეანეში მდებარე სოლომონის კუნძულებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია. ის პაპუა-ახალი გვინეის სახელმწიფოს ავტონომიური რეგიონია. ეს სტატუსი მან 1975 და 1990 წლებში დამოუკიდებლობის გამოცხადების 2 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 1997 წელს მიიღო.