ქურდი მაიმუნის დასაკავებლად მაშველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს

ჩინეთში, ჩუნცინის რაიონის მოსახლეობა პოლიციას ხშირად იძახებდა, ვინაიდან მათ სახლებს პერიოდულად მაიმუნი ძარცვავდა.

თავხედი ცხოველი სახლებში იჭრებოდა და საჭმელს და ხილს იპარავდა.

ყოველ ჯერზე მაიმუნი გაქცევას ახერხებდა, თუმცა მის კრიმინალურ ქმედებას ბოლო მოუღეს.

მაშველებმა მის დასაჭერად მთელი სპეცოპერაცია ჩაატარეს. მაიმუნი ვეტერინარებს გადასცეს. გამოკვლევების შემდეგ ის ადგილობრივ ზოოპარკში დაბინავდება, სადაც ცნობილი კრიმინალის ნახვა ნებისმიერ მსურველს ექნება.