კურილის კუნძულებზე 5.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

კურილის კუნძულების სანაპიროს მახლობლად 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ აშშ -ის გეოლოგიური სამსახური იუწყება.

მიწისძვრის ეპიცენტრი შიკოტანის კუნძულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 54 კმ-ის დაშორებით, 48 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობს. 

კუნძულებზე ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

მსხვერპლის, ზარალის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.