ქუვეითში კორონავირუსისგან პირველი ადამიანი გარდაიცვალა

ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო KUNA იუწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, გარდაცვლილი ემირატში მცხოვრები 46 წლის ინდოეთის მოქალაქეა. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც  ქვეყანაში შემთხვევების საერთო რაოდენობამ 479-ს მიაღწია. ამავდროულად, განიკურნა 93 ადამიანი.