ქვედა საქსონიაში ვაქცინაცია 12 წლიდან დაიწყება

გერმანიაში, ქვედა საქსონიაში, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის უფლება 12 წელს გადაცილებულ ყველა მსურველს შეეძლება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო dpa ავრცელებს.

აცრებს ვაქცინაციის ცენტრებში გააკეთებენ.

ამჟამად გერმანიაში ბავშვებში ვაქცინაციისთვის მხოლოდ Biontech/Pfizer-ის პრეპარატს აქვს ავტორიზაცია.

ქვედა საქსონიის ხელისუფლების ცნობით, 6 ივნისის მონაცემებით ვაქცინის პირველი დოზა მოსახლეობის 46,1%-მა მიიღო.