კვიპროსის ეკლესიის სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარა

კვიპროსის ეკლესიის სინოდმა მხარი დაუჭირა მისი მთავარეპისკოპოსის - ქრიზოსტომოს II-ის გადაწყვეტილებას, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების შესახებ, რომელიც 2018 წელს შეიქმნა. კვიპროსის ეკლესია მეოთხე გახდა 14 ზოგადად აღიარებულიდან, რომელმაც უკრაინის ავტოკეფალია აღიარა.

საეკლესიო გამოცემა Kathimerini-ის ცნობით, უკრაინის ეკლესიის აღიარებას სინოდის 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 7 წინააღმდეგი იყო.

შეგახსენებთ, 2018 წლის 15 დეკემბერს, კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში, უკრაინის ეკლესიების გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინული ეკლესიის მწყემსმთავრად, 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.

6 იანვარს კი უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მსოფლიო საპატრიარქოსგან მიიღო ავტოკეფალიის ტომოსი.

მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის ტომოსის დამტკიცების საპასუხოდ, რუსეთის ეკლესიამ კონსტანტონოპოლთან ევქარისტიული ერთობა გაწყვიტა.