კვიპროსმა 28 მიგრანტი გადაარჩინა

კვიპროსის პოლიცია აცხადებს, რომ 28 მიგრანტი, მათ შორის 9 ბავშვი და 4 ქალი გადაარჩინეს. პატარა ნავი ხმელთაშუა ზღვის კუნძულთან აღმოაჩინეს.

საზღვაო პოლიციამ მიგრანტები ახლომდებარე ნავსადგურში მიაცილა.

ბორტზე 14 სირიელი და 14 ლიბანელი დევნილი იმყოფებოდა.

პოლიციის ინფორმაციით ნავი ტრიპოლიდან გავიდა.