კვიპროსში "დელტასა" და "ომიკრონის" მუტირებული შტამი აღმოაჩინეს

კვიპროსში Covid 19-ის ახალი შტამი, "დელტაკრონი" აღმოაჩინეს. კვიპროსელი მკვლევრის თქმით, ის დელტასა და ომიკრონის შტამებს აერთიანებს. კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორმა ლეონდიოსკოსტრიკისმა შტამის შესახებ განმარტა, რომ დელტა გენომებში შეჭრილია ომიკრონის მსგავსი გენეტიკური მასალა. მასთან ინტერვიუ The Bloomberg-მა გამოაქვეყნა. 

ამ დრომდე შესწავლილი შემთხვევების შედეგად კოსტრიკისმა და მისმა გუნდმა "დელტაკრონის" 25 დადასტურებული შემთხვევა აღმოაჩინა.