ლაბორატორიიდან გაჟონვა "თითქმის შეუძლებელია", დამნაშავე ღამურები არიან - ჯანმო

ჩინეთში ვუჰანში ჩასულმა ჯანმო-ს ექსპერტებმა კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადება გააკეთეს და ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის ვერსია თითქმის გამორიცხეს. 

მათი თქმით, ჰიპოთეზა COVID-19-ის ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ "უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა" და სხვა მიმართულებით კვლევების გაგრძელების აუცილებლობაზე განაცხადეს.

ჯანმო-სა და ჩინეთის ერთობლივი კვლევების შედეგად ვარაუდობენ, რომ ვირუსი ღამურებიდან ადამიანზე რომელიღაცა ცხოველის გავლით გადავიდა. მოვლენათა განვითარების ეს სცენარი ყველაზე სარწმუნოა და გამოძიება ამ მიმართულებით უნდა აწარმოონ.