ლაოსში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ლაოსში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს. 

ლაოსის სახელმწიფო მედიის ცნობით, გარდაცვლილი 53 წლის ვიეტნამელი ქალია, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ლაოსში კორონავირუსით მხოლოდ 1 302 ადამიანი დაინფიცირდა.