ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულიარული ჟურნალისტი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

CNN-ის ცნობილი თოქ-შოუს წამყვანი, ლარი კინგი საავადმყოფოში კორონავირუსის გამო 3 იანვარს გადაიყვანეს. 

ტელეწამყვანს 2017 წელს ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მას ოპერაცია ჩაუტარდა. 

შეგახსენებთ, რომ ლარი კინგის ჟურნალისტური კარიერა დაიწყო რადიო WAHR-ზე 1957 წელს. ტელეწამყვანს უდიდესი აღიარება Larry King Live-ის შოუმ მოუტანა, რომელიც მას 25 წლის განმავლობაში CNN-ზე მიჰყავდა.