ლარი კინგი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლეგენდარული ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია ამის შესახებ მედიაში გავრცელდა. 

87 წლის ჟურნალისტი "ჩედარს სინაი" სამედიცინო ცენტრში, ლოს ანჟელესში უკვე კვირაზე მეტია მკურნალობს, თუმცა ამის შესახებ ცნობა ამ დრომდე არ ხმაურდებოდა. კინგის მონახულება სამედიცინო ცენტრის პროტოკოლის მიხედვით არც მის ოჯახის წევრებს შეუძლიათ. ოფიციალური განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე არ გაკეთებულა.