ლარი კინგის ქონება მის ხუთ შვილზე გადანაწილდება

ლარი კინგის ქონება მის ხუთ შვილზე გადანაწილდება. ამის შესახებ მისი ანდერძიდან გახდა ცნობილი, რომელიც ჟურნალმა People-მა გამოაქვეყნა. 

”ეს არის ჩემი ბოლო ნება და აღთქმა”, - ნათქვამია დოკუმენტში. "მან უნდა ჩაანაცვლოს ყველა წინა ნაწერი. ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში, ზემოაღნიშნული თარიღის შემდეგ, მე მინდა, რომ ჩემი თანხის 100% თანაბრად დავყო ჩემი შვილები ლარი უმცროსზე, შანსსა და ქენონზე".

ანდერძი 2019 წლის 17 ოქტომბრითაა დათარიღებული. ორი თვის მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი მის მეუღლეს, შონ სოუთვიკს დაშორდა.