ლათინურ ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

ლათინურ ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა. სულ რეგიონში დაფიქსირებულია COVID-19-ის 15 მილიონზე მეტი შემთხვევა.

ლათინურ ამერიკაში აღრიცხული გარდაცვალების შემთხვევების მესამედზე მეტი ბრაზილიაში დაფიქსირდა, სადაც მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის ვირუსით 1 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების შემთხვევების მეოთხედზე მეტი კი, მექსიკაშია დაფიქსირებული. მექსიკაში კორონავირუსის შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის მკვეთრი ზრდის გამო ნაწილობრივი კარანტინი მოქმედებს.