ლატვიაში ეკონომიკის მინისტრი გადააყენეს

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა ("ახალი ერთობა") ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი იანის ვიტენბერგსი თანამდებობიდან გადააყენა. ინფორმაციას ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტი ავრცელებს.

ეკონომიკის მინისტრის გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ ვიტენბერგსი KPV LV-დან გადავიდა პარტიაში "ეროვნული ერთობა", რომელიც მმართველი კოალიციის წევრი არ არის.

ეკონომიკის ახალი მინისტრის დამტკიცებამდე მის მოვალეობებს სოფლის მეურნეობის მინისტრი კასპარ გერჰარდსი შეასრულებს.