ლატვიაში NATO-ს სამხედროს კორონავირუსი აქვს

ლატვიაში NATO-ს სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირები, ვინც მასთან კონტაქტობდა, იზოლაციაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ინფიცირებულს COVID-19-ის მსუბუქი ფორმა აქვს და ის სახლში მკურნალობს.

პაციენტი ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების სამხედროებთან არ კონტაქტობდა.

ქვეყანაში ამჟამად ინფიცირების 221 შემთხვევაა დაფიქსირებული.