ლატვიაში NATO-ს წვრთნები მიმდინარეობს

ლატვიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წვრთნები „ვერცხლის ისარი - 2019“ დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას 3 ათასი სამხედრო მიიღებს. წვრთნები 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მანევრების პოლიგონ ადაჟზე და ლატვიის სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს. წვრთნებში ალბანეთი, ესპანეთი, იტალია, კანადა, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, მონტერეგრო, ჩეხეთი და ესტონეთი მონაწილეობენ.

მანევრების დროს სახმელეთო ძალების მექანიზირებული ქვეითი ბრიგადისა და NATO-ს გაფართოებული კონტინგენტის ურთიერთქმედების ტაქტიკას ამუშავებენ. გარდა ამისა შემოწმდება, რამდენად ოპერატიულად შეუძლია ქვედანაყოფებს თავდაცვითი ოპერაციების დაგეგმვა და ჩატარება.