ლატვიის პარლამენტში არავაქცინირებულ დეპუტატებს მხოლოდ ტესტით შეუშვებენ

ლატვიის სეიმის დეპუტატებს, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ გაუკეთებია და დაავადება არ გადაუტანია, სხდომებზე მხოლოდ ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ შეუშვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ERR ავრცელებს.

სეიმის თავმჯდომარის, ინარა მურნიეცეს თქმით, გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა და ეპიდემიოლოგიის ექსპერტებმა მიიღეს.

ტესტირება ინკლუზიური მიდგომა იქნება, რომელიც ყველა დეპუტატს სხდომებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

პარლამენტარების უმეტესობას კოვიდსერტიფიკატები აქვთ. მასში მოცემულია ინფორმაცია, რომ დეპუტატი კორონავირუსზე აცრილია, ან COVID-19 გადაიტანა. რამდენიმე დეპუტატს ეს დოკუმენტი ჯერ არ აქვს.

სეიმის სხდომები 2 სექტემბრიდან განახლდება.