რუსეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიის საკითხი განიხილეს

რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სირიის საკითხზე გაფორმებული შეთანხმება განიხილეს.

სერგეი ლავროვმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ სირიის საკითხზე გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაციაზე იმსჯელეს.