ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ მაისურზე ანტირასისტული ლოზუნგის დაწერაზე უარი თქვა

"ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ მაისურზე საკუთარი სახელის ნაცვლად ანტირასისტულ ლოზუნგს არ დაიწერს. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

"მოხარული ვიქნებოდი თავად გადამეწყვიტა რა ეწერებოდა ჩემს მაისურზე თამაშის დროს. რამენიმე იდეა მქონდა, თუმცა ამ პოცესის მონაწილე არ ვყოფილვარ და ეს ნორმალურია. მაგრამ მე არ მჭირდება მაისურზე რამის დაწერა საიმისოდ, რომ ადამიანებმა ჩემი აზრი გაიგონ ან მიხვდნენ რას ვფიქრობ და რას ვაკეთებ", - განაცხადა კალათბურთელმა.

NBA-მ ნება დართო კალათბურთელებს, მაისურზე საკუთარი სახელის ნაცვლად ანტირასისტული ლოზუნგი დაიწერონ.