ლეონარდო დიკაპრიო კოლეგების წუწუნმა დაღალა

Deadline წერს, რომ ლეონარდო დიკაპრიო  ჰოლივუდის მსახიობების წუწუნითა და  პრეტენზიებით ძალიან შეწუხებულია. 

მისი თქმით, ეს რეაქცია გამოწვეულია იმით, რომ მსახიობები გამუდმებით აღნიშნავენ, თუ "რამდენად რთულია კინოინდუსტრიაში მუშაობა".

ლეონარდომ ინტერვიუში გაზგასმით აღნიშნა: "დიახ, ამან ძალიან შემაწუხა და აღშფოთებული ვარ, რადგან, რეალურად, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამ საქმეს ვაკეთებთ".