ლესბოსზე შეტაკების დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კუნძულ ლესბოსზე, მორიას ლტოლვილთა ბანაკში, არეულობა მოხდა. მომხდარის შედეგად 20 წლის იემენელი მამაკაცი, ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაიჭრა. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. პოლიციამ დამნაშავის მოსაძებნად გამოძიება დაიწყო, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამ თვეში ბანაკში ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 

ბანაკი მორია პატარა ქალაქად იქცა, სადაც სულ მცირე 12,000 ადამიანი ცხოვრობს, რაც ადგილის შესაძლებლობებს ოთხჯერ აღემატება. ამ ბანაკში ძალადობა საკმაოდ გავრცელებულია.