ლიბანში ტყის ხანძრების შედეგად 30-ზე მედი ადამიანი დაშავდა

ლიბანში მასშტაბური ტყის ხანძრები მძვინვარებს. 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. კვამლმა რამდენიმე ქალაქი მოიცვა.

ლიბანის არმიამ სოფელ აკრომში თავისი ბაზის ევაკუაცია მოახდინა.

მობილიზებულია 500-მდე მეხანძრე, შეიქმნა სასწრაფო დახმარების ცენტრები.

ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად არმიის ვერტმფრენები გაგზავნეს. დახმარება კვიპროსმაც გამოაგზავნა.