ლიბანში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ლიბანში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან

ხანძრები ქვეყნის დასავლეთით, მთებში დაიწყო, მაგრამ მალევე სხვა რეგიონებშიც გავრცელდა. ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ხანძრების დაწყების პერიოდში ქვეყანაში ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი დაფიქსირდა.

ოფიციალური წყაროების მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ცეცხლის 100-ზე მეტი კერაა დაფისქირებული. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ვერტმფრენები ჩართეს.